პენტაგორმა ხმელთაშუა ზღვაში, ლიბიასთან ახლოს, დამატებითი სამხედრო ხომალდების მობილიზების განკარგულება გასცა. ამის შესახებ რამდენიმე საათის წინ გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე თავად ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, რობერტ გეიტსმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული განკარგულების მიუხედავად, ლიბიაში სამხედრო ოპერაციის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღიათ.
"მე საზღვაო ფლოტის რამდენიმე გემს მივეცი ბრძანება და ისინი შევლენ ხმელთაშუა ზღვაში, რათა ჩაგვაყენონ საქმის კურსში გადაუდებელი ევაკუაციისა და ჰუმანიტარული შესაძლებლობების შესახებ. განვიხილავთ ლიბიაში კრიზისის დაძლების უამრავ სხვა ვარიანტსაც, თუმცა რაიმე სხვა გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს. არ არსებობს სამხედრო ჩარევაზე პოლიტიკური გადაწყვეტილებაც, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით ნატოში ერთიანი პოზიცია არ არის", - განმარტა გეიტსმა.
აღსანიშნავია, რომ ამერიკული ხომალდები, რომლის ხმელთაშუა ზღვაში მობილიზების განკარგულებაც გეიტსმა გასცა, წითელ ზღვაში იმყოფებოდნენ.