ირანის დედაქალაქ თეირანში ანტისახელისუფლებო საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები ვებგვერდებზე წერენ, საპროტესტო აქციის დასაშლელად უშიშროების ძალები სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულები მივიდნენ და მათ წინააღმდეგ ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
ოპოზიციონერები ქუჩაში ოპოზიციონერი ლიდერების, ჰუსეინ მოსავისა და მეჰდი კარუბის დაკავების შემდეგ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ გავიდნენ. მთავრობის წარმომადგენლები ამ ინფორმაციას უარყოფენ.
მუსავი და კარუბი ქვეყნის მოსახლეობას ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლისკენ მოუწოდებდნენ.
როგორც ირანელი ოპოზიციონერები აცხადებენ, უშიშროების ძალები საპროტესტო აქციების აღსაკვეთად თეირანის ცენტრალურ ქუჩებსა და სკვერებში არიან განლაგებული.