ცნობილი მომღერალი კრისტინა აგილერა და მისი მეგობარი ბიჭი, 25 წლის მეთიუ რუტლერი, ლოს-ანჯელესში დააკავეს. დაკავების მიზეზი აგილერას საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში ყოფნა გახდა.
აგილერა და მისი მეგობარი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ისინი 30 000 ამერიკული დოლარის ოდენობის გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.
როგორც ლოს-ანჯელესის შერიფი აცხადებს, აგილერა იმდენად მთვრალი იყო, რომ თვითკონტროლიც კი არ შეეძლო. აგილერა აქამდე მსგავსი პრობლემაში არასდროს აღმოჩენილა.