"ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა კაციტაძის აზრით, საქართველოში ბოლივიის საარჩევნო გამოცდილების გაზიარებისთვის მხოლოდ პოლიტიკრი ნებაა საჭირო.
"ბოლივია არის მილიონ კვადრატულ მეტრზე გადაჭიმული ქვეყანა - საკმაოდ მთაგორიანი, აქ არის ამაზონის ჯუნგლები, მაგრამ არის ინტერნეტიც. ამ ქვეყანამ მაინც შეძლო გადაედგა დემოკრატიული ნაბიჯი და დაენერგა ბიომეტრიული საარჩევნო სია", - განაცხადა კაციტაძემ დღეს სასტუმრო "რედისონში", ბიომეტრიული საარჩევნო სიის შექმნის პრეზენტაციის შემდეგ.
მისი თქმით, ეს პროცესი ჩაეტია ოთხ თვეში, მაშინ როდესაც საქართველოში კალენდარულ საარჩევნო თარიღამდე წელიწად-ნახევარზე მეტია დარჩენილი.
"თუ ბოლივიამ 5 მილიონზე მეტი ადამიანი აღრიცხა, საქართველოში 3 მილიონამდე ამომრჩეველია. ამას გარდა, არც თანხებია იმდენად დიდი, რომ შეუძლებელი იყოს ამ პროექტის განხორციელება. უტიფრობა უნდა იყოს ხელისუფლების მხრიდან, თუ იტყვიან, რომ ამას ვერ გააკეთებენ", - განაცხადა კაციტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
აღსანიშნავია, რომ აღნიშული პრეზენტაცია ბოლივიის საარჩევნო ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა ანტონიო კოსტასიმ გამართა.