გერმანიის პრეზიდენტი ქრისტიან ვულფი ყატარში არაბ სტუდენტებთან შეხვედრისას გერმანიის სასწავლო დაწესებულებებში ფარანჯის (ფართო წამოსასხამი, რომელიც მთლიანად ფარავს ქალის თავსა და ფიგურას) ტარების აკრძალვის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
დოხის უნივერსიტეტში გამოსვლისას ვულფმა აღნიშნა, რომ საკუთარი სახის დაფარვის გაცნობიერებული გადაწყვეტილება სახელმწიფოს მიერ აღებულ პასუხისმგებლობას ეწინააღმდეგება, რაც ბავშვების აღზრდას გულისხმობს.
ვულფის თქმით, ღია საზოგადოების ერთ-ერთ ნიშანია საკუთარი სახის ჩვენება. ამასთან, ევროპაში ფარანჯის სამოსს დახურულობის ნიშნად აღიქვამენ.
ვულფის აზრით, ევროპაში მიიჩნევენ, რომ ფარანჯის ტარება მამაკაცებსა და მანდილოსნებს შორის თანაბარუფლებიანობას საეჭვოს ხდის.
"ჩვენ ამ პრინციპის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არ გვსურს", _ აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა.