რუსეთის ფედერაცია აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთში თავის სამხედრო ყოფნას აძლიერებს. ეს განცხადება რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" სასაზღვრო სამსახურის უფროსმა გენერალ-პოლკოვნიკმა ვიაჩესლავ დოროხინმა გააკეთა.
"აფხაზეთში მყოფი ჩვენი მესაზღვრეები, აფხაზეთის საზღვაო საზღვრის დასაცავად მიმდინარე წელს დამატებით ორ გემს მიიღებენ", - განაცხადა დოროხინმა და აღნიშნა, რომ ამჟამად აფხაზეთის ე.წ. საზღვაო საზღვარს რუსეთის სასაზღვრო სამსახურის ექვსი გემი და კატერი იცავს.
შეგახსენებთ: დოროხინმა გააკეთა განცხადება იმის შესახებაც, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში მყოფი რუსეთის საოკუპაციო ჯარის წარმომადგენელთა რაოდენობა 2010 წელს 300-ით გაიზარდა.