ვლადიკავკაზში რუსეთის 58-ე არმიის პოდპოლკოვნიკი სერგეი პუშკარიოვი გაასამართლეს, რომელიც საწყობიდან იარაღს იპარავდა და ჩრდილოკავკასიელ მებრძოლებზე ყიდიდა. სასამართლომ პუშკარიოვი იარაღის სისტემატურ ქურდობაში ბრალდებულად აღიარა.
"ოფიცერმა თავისი "ბიზნესისათვის" 15 წლით თავისუფლების აღკვთა და სამხედრო წოდების ჩამორთმევა მიიღო", - ინფორმაციას ამის შესახებ სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციიT, სამხედრო ნაწილიდან პოდპოლკოვნიკის უშუალო მონაწილეობით მოპარულია 369 ერთეული ცეცხვსასროლი იარაღი: ავტომატები, პისტოლეტები, ნაღმმტყორცნები, დანები, სნაიპერის იარაღი, ნაღმმტყორცნი და ასევე დიდი რაოდენობით ტყვია-წამალი", - იუწყება რუსული მედია და აღნიშნავს, რომ გარდა 15-წლიანი პატიმრობისა მას დაეკისრა ფულადი ჯარიმის გადახდა 500 ათასი რუსული რუბლის ოდენობით.