მიხეილ გორბაჩოვის მთავარ შეცდომად რუსებმა საბჭოთა კავშირის დაშლა დაასახელეს, მის მთავარ მიღწევად კი დემოკრატიის დამყარება მიიჩნიეს. ასეთია სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის გამოკითხვის შედეგები, რომელიც გორბაჩოივის 80 წლის იუბილეს დაამთხვიეს.
გამოკითხვის მიხედვით, იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთა შორისაც გორბაჩოვი გაღიზიანებას იწვევს, 30 %-იდან (2001 წლის კვლევა) 20 %-მდე შემცირდა (2011 წლისთვის). ექს-პრეზიდენტის მიმართ ზიზღს მხოლოდ რესპოდენტთა 5 % განიცდის. ეს მაშინ, როცა მათი რიცხვი 2001 წელს 9 % იყო.
ამასთან, 31-იდან 15 %-მდე შემცირებულია იმ ადამიანების რიცხვიც, ვინც გორბაჩოვს პატივს სცემდა.
ყველაზე მეტად რესპოდენტები გორბაჩოვის მიმართ გულგრილობას ამჟღავნებდნენ (გამოკითხულთა 47%).
რეპოდენტებს სთხოვეს, დაესახელებინათ ექს-პრეზიდენტის მთავარი დამსახურება და შეცდომები. გამოკითხულთა 10 %-მა გორბაჩოვის დამსახურებად დემოკრატიული თავისუფლების დამყარება მიიჩნია, 5%-მა_ცივი ომის დასრულება, 2%-მა ბიზნესის დაშვება. 31 %-მა კი მის შეცდომად მიიჩნია საბჭოეთის დაცემა. ამასთან, გარდაქმნა და ანტიალკოჰოლური კამპანია გორბაჩოვის მმართველობის დადებით და უარყოფით შედეგად თანაბრად განიხილეს.