გაერო კოტ-დიუარისთვის დაწესებული საერთაშორისო ემბარგოს დარღვევაში ბელორუსს ადანაშაულებს, რადგან მან ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტის ლორან გბაგბოს დაჯგუფებას სამი თავდასხმითი ვერტმფრენი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას The Financial Times ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, ერთი ვერტმფრენი კოტ-დიუარში კვირას ჩაიტანეს, ხოლო ორს ამ დღეებში ელოდებიან.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია "სიმართლეს არ შეესაბამება".
აღსანიშნავია, რომ კოტ-დიუარის ყოფილი პრეზიდენტი ლორან გბაგბო საპრეზიდენტო არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, რომლის მიხედვითაც ოპოზიციის ლიდერმა ალასან უტარამ გაიმარჯვა.
საერთაშორისო საზოგადოებამ, მათ შორის აშშ-მ, საფრანგეთმა, გაერომ და აფრიკის გაერთიანებამ გბაგბოს ულტიმატუმი წაუყენეს, ხელისუფლება გამარჯვებული კანდიდატისთვის დაეთმო, რაზედაც იგი უარს აცხადებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევის ინიციატივით გამოვიდა.