ოფიციალური მოსკოვი ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის პოლიტიკური არენიდან ჩამოცილებას აუცილებლობად მიიჩნევს.
"ჩვენი აზრით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მუამარ კადაფი სიტუაციის სიღრმეში შეყვანას შეძლებს, იგი მაინც პოლიტიკური გვამია, რომელსაც დღევანდელ ცივილიზებულ სამყაროში ადგილი არ ექნება", _ განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის წყარომ.
კრემლში აღნიშნავენ, რომ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვებელია. ინკოგნიტო წყარო აცხადებს, რომ პრეზიდენტმა დიმიტრი მევედევმა ლიბიის ხელისუფლების დღევანდელი მოქმედება თავიდანვე უარყოფითად შეაფასა.
შეგახსენებთ: კადაფის წინააღმდეგ საყოველთაო გამოსვლები ლიბიაში თებერვლის შუა რიცხვებში დაიწყო, რასაც არაოფიცალური მონაცემებით, 2 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. პროტესტის დაწყებიდან ქვეყანა ორ ნაწილად გაიყო. ერთ მათგანს კადაფის ხელისუფლება აკონტროლებს, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში კი ამბოხებულების კონტროლი დამყარდა.