პორტუგალიური წარმომავლობის კანადელმა პოპმომღერალმა ნელი ფურტადომ განაცხადა, რომ მზადაა ქველმოქმედებისთვის გაიღოს ფული, რომელიც მან ლიბიის ლიდერისგან მიიღო.
მომღერალმა ტვიტერის მიკრობლოგში აღნიშნა, რომ 2007 წელს იტალიურ სასტუმროში გამართულ საზეიმო საღამოზე 45-წუთიანი გამოსვლისას კადაფის კლანისგან ერთი მილიონი დოლარი მიიღო. ამჯერად მომღერალს არ დაუკონკრეტებია, კონცერტში აღებულ ჰონორარს ვის გადაეცემს.
ფურტადოს განცხადება მუამარ კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული რეაქცია იყო.
ფურტადო ერთადერთი მომღერალი არაა, რომელმაც კადაფისა და მისი ოჯახის კერძო ღონისძიებებში მონაწილეობის შემდეგ მათ მიერ მიცემულ ჰონორარზე უარი განაცხადა. ცნობილია, რომ სხვადასხვა დროს კადაფის მიერ გამართულ წვეულებებში მონაწილეობდნენ მერაია ქერი, ბიონსე, აშერი და სხვები.
შეგახსენებთ, ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები თებერლის შუა რიცხვებში დაიწყო, რასაც არაოფიციალური მონაცემით, ორი ათასამდე ადამიანი ემსხვეპლა.