ნაციონალურ ანტიტერორისტულ კომიტეტში საუბრებს "დომოდედოვოში" მომხდარ ტერაქტში საქართველოს სპეცსამსახურების შესაძლო მონაწილეობის შესახებ საუბრებს ნაადრევად მიიჩნევენ.
"ამ საქმის გამოძიების დასრულებამდე, ნებისმიერი ვერსიები მისი შემკვეთებისა და შემსრულებლების შესახებ შესაძლოა განხილულ იქნეს, მხოლოდ როგორც პირადი მოსაზრება და არა უმეტეს", - განაცხადა რუსულ მედიასთან საუბარში რუსეთის ნაციონალური ანტიტერორისტული კომიტეტის წევრმა.
ადრე ეს თემა რუსეთის ფედერაციის საბჭოს პირველმა ვიცე-სპიკერმა წამოსწია წინ. ალექსანდრე ტორშინმა, რომელიც ნაციონალური ანტიტერორისტული კომიტეტის წევრიცაა, "როსიისკაია გაზეტასთან" საუბარში განაცხადა, რომ მოსკოვის "დომოდედოვოს" აეროპორტში მომხდარი ტერაქტის უკან საქართველოს მმართველი რეჟიმი დგას.
"სააკაშვილი არ მალავს სიძულვის ჩვენდამი. მან უკვე კარგა ხანია ანტირუსული განწყობილებები კონკურენტუნარიან საქონლად აქცია, რომელსაც ყიდის კიდეც. უმაროვი კი სააკაშვილი რეჟიმს ტერაქტის ორგანიზებისთვის არ სჭირდებოდა, ვინაიდან არსებობს ოსი მოღალატე სანაკოევი და მისი აგენტურა", - განაცხადა ტორშინმა და არც ის გამორიცხა, რომ ყაბარდო-ბალყარეთში მომხდარი ტერაქტების უკანაც საქართველოს სპეცსამსახურები დგანან.
აღსანიშნავია, რომ ტორშინს რუსეთის დუმის უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ კოლესნიკოვიც ("ედინაია როსია") დაეთანხმა და განაცხადა, რომ მისი განცხადებები საფუძველს მოკლებული ნამდვილად არ არის.
მასალის გამოყენების პირობები