ავღანეთში, სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ნატო-ს სამი ჯარისკაცი მოკლეს. როგორც "ასოსიეტიდ პრესი" წერს, საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების წარმომადგენლები ამ ინფორმაციას ადასტურებენ.
ერთი ჯარისკაცი ავღანელმა მეამბოხეებმა დღეს მოკლეს, ხოლო დანარჩენი ორი გუშინ ნაღმზე აფეთქდა. ამ ეტაპზე უცნობია თუ რა ეროვნების იყვნენ დაღუპული ჯარისკაცები.
2011 წლის დასაწყისიდან ავღანეთში ნატო-ს 68 ჯარისკაცი დაიღუპა, მათ შორის 36 თებერვალში. 2010 წელს კი დაღუპულთა რაოდენობამ 701 შეადგინა.
მასალის გამოყენების პირობები