6 მარტს მოსკოვის ერთ-ერთ ღამის კლუბში წვეულებისთვის ემზადებიან, სახელწოდებით "Putin Party": მსურს პრემიერ-მინისტრი".
პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ამ წვეულების საქმის დეტალებში გაერკვევა.
მისი თქმით, ორგანიზატორებს პუტინის პრესსამსახურისთვის არ მიუმართავთ, "რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრი მათ ენდომებათ, თუმცა რომელ პრემიერ-მინისტრზეა საუბარი, უცნობია,"_აღნიშნა პუტინის პრეს-მდივანმა.
როგორც კლუბ "სამოთხეში" აღნიშნეს, ღონისძიების დასახელება კლუბის სტუმრებისა და თანამშრომლების გამოკითხვის შედეგად შეირჩა.
დაწესებულების პიარ-დირექტორის თქმით, პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინის კანდიდატურა მანდილოსნებს ყველაზე ხშირად ახსენებდებოდათ, როცა მათ იდეალური მამაკაცის შესახებ ეკითხებოდნენ.
სინამდვილეში, "პუტინ ფართიზე" მოსაწვევი საარჩევნო ბიულეტენია, სადაც "პრემიერ-მინისტრის" გრაფის მოპირდაპირედ მოსანიშნი ადგილია დატოვებული. ამასთან, ბიულეტენზე მითითებულია, რომ რამდენიმე კანდიდატურის შერჩევის შემთხვევაში, იგი გაუქმებულად ჩაითვლება.
საარჩევნო ბიულეტენში პუტინის მოწინაღმდეგედ ითვლება ბრიუს უილისი, მომღერალი ტიმოთი, ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი, 1967 წელს მოკლული რევოლუციონერი ერნესტო ჩე გევარა.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. ამასთან, წვეულებაზე DJ Smash-ის (ანდრეი შირმანის) ახალი ტრეკის პრემიერაც შედგება. იგი ერთ-ერთი სიმღერის რემიქსს წარადგენს, რომელიც პუტინმა სანკტ-პეტერბურგში საქველმოქმედო კონცერტზე იმღერა. მაშინ პუტინმა "საიდან იწყება სამშობლო" და Blueberry Hill-ის შეასრულა.
აუდიტორიის მისაზიდად პუტინის სახე არაერთხელ გამოუყენებიათ. ოფიციალურად, პრემიერ-მინისტრის სახე გაზეთების "კომსომოლსკაია პრავდა" და "ერთიანი რუსეთის" სარეკლამოდ გამოიყენება. ამასთან, მისი გვარის მიბაძვით არაყს "პუტინკა" დაარქვეს.