გერმანიის თავდაცვის მინისტრი კარლ თეოდორ ზუ გუტენბერგი თანამდებობიდან გადადგა. როგორც "ასოსიეიტიდ პრესი" იუწყება, გუტენბგერმა 2007 წელს სადოქტორო დესერტაციაზე მუშაობის დროს სხვისი ნაშრომები გამოიყენა და სწორედ ამან განაპირობა მისი გადადგომა.
გუტენბერგი კანცლერ ანგელა მერკელის "კონსერვატიული ბლოკის" წევრია. "ასოსიეტიდ პრესი" წერს, რომ ის გერმანიაში ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი იყო.
ექს-მინისტრის თქმით, მას აღარ შესწევს ძალა თავისი მოვალეობების შესრულებისთვის.
გუტენბერგმა აღიარა შეცდომები და განაცხადა, რომ მას სხვისი ნაშრომები განზრახ არ გამოუყენებია.
ბაიროითის უნივერსიტეტმა გუტენბერგის სადოქტორო ნამუშევარი გასულ კვირას გაუქმებულად სცნო.