ლიბიაში მუამარ კადაფის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის ბრძოლა მიმდინარეობს დედაქალაქ ტრიპოლთან ახლომდებარე ორ ქალაქზე - ეზ-ზავიასა და მისრატზე კონტროლის დამყარებისათვის. როგორც ეზ-ზავიას მაცხოვრებელმა სააგენტო "Associated Press" სატელეფონო საუბრისა განუცხადა, კადაფის მომხრე ძალებმა ქალაქზე იერიში ორი მხრიდან - დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან მიიტანეს, მაგრამ ამბოხებულებმა ამ შეტევის მოგერიება შეძლეს და ტანკები ნაღმმტყორცნებიდან დაცხრილეს.
ამის შემდეგ, მათივე ინფორმაციით, კადაფის მომხრე დაქირავებულები გაიქცნენ, თუმცა კადაფმა გზავნილი გაუგზავნა დემონსტრანტებს, რომ თუკი ისინი ქალაქის ცენტრალურ მოედანს არ დატოვებენ მათ დაბომბავენ.
"დიდ ბრძოლას ველით", - აცხადებენ სააგენტოს მოსაუბრეები და აღნიშმავენ, რომ ქალაქი მისრატაზე კადაფის მომხრე ძალებმა საარტილერიო იერიში მიიტანეს. ცეცლი საცხოვრებელი კვარტლების მიმართულებით გაიხსნა.
მასალის გამოყენების პირობები