შს სამინისტროს ინფორმაციით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა გატარებული სპეციალური ოპერაციის შედეგად დააკავეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აღმოსავლეთის საგადასახადო ინსპექციის უფროსი ოფიცერი გიორგი ტალახაძე, რომელმაც მეწარმეს საგადასახადო შემოწმების დროს კანონ საწინააღმდეგო შეღავათის გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით გამოსძალა 500 ლარი.
დანაშაული ითვალისწინებს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. სისხლის სამართლის საქმეს იძიებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი.