კერძო სექტორს ამიერიდან საგადასახადო დავის გასაჩივრება შემოსავლების სამსახურთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში და ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავვების საბჭოს გარდა ბიზნეს ომბუდსმენთან არსებულ დავების განხილვის საბჭოშიც შეეძლებათ.
როგორც დღეს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, დავების განხილვის საბჭოში მცირე რეორგანიზაცია განხორციელდა.
"აქამდე როდესაც კომპანიაში საგადასახადო შედიოდა და ეს კომპანია საგადასახადო დარიცხვას არ ეთანხმებოდა, მაშინ კომპანიას შესაძლებლობა ჰქონდა ეს დარიცხვა გაესაჩივრებინა შემოსავლების სამსახურში არსებულ და შემდგომ კი ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. დისკუსიის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ კიდევ ერთი დამატებითი განხილვის ფორუმი მოგვეწყო და ეს უკვე მომხდარიყო ბიზნეს ომბუცმენთან ანუ დაცევის განხილვის საბჭოს კიდევ ერთი პალატა დაემატა და ამ პალატის თავმჯდომარე ბიზნეს ომბუდსმენი იქნება" - განაცადა ნიკა გიალურმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, პალატაში ბიზნეს ომბუდსმენის გარდა შევლენ ფინანსთა სამინისტროს და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
ნიკა გილაური აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულ იქნება არა ფინანსთა სამინისტროში, არამედ ბიზნეს ომბუდსმენთან არსებულ პალატაში.
"თუ აქ მიღებული გადაწყვეტილება კერძო სექტორს არ დააკმაყოფილებს, მაშინ მას შესაძლებლობა აქვს ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს, თუმცა სასამართლომდე საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები არის არა ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო, არამედ ბიზნეს ომბუდსმენთან არსბეული პალატა", - განაცხადა ნიკა გილაურმა.
პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ვიდრე მთავრობა ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებები იქნა გაზიარებული.
ნიკა გილაურის თქმით, დავების განიხილვის საბჭოში ახალი პალატის შექმნა ინვესტორებს საგადასახადო კოდექსისადმი ნდობას უფრო გაუღრმავებს და ქვეყნის ეკონომიკურ აქტივვობას კიდევ უფრო გაზრდის.
პრემიერ მინისტრის თქმით, იანვარში ეკონომიკური აქტივობა იყო საკმაოდ მაღალი და ეკონომიკურმა ზრდამ 9 პროცენტსაც კი გადააჭარბა.