პოლიტოლოგ რამაზ კლიმიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს.ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი და აქვე აღნიშნულია, რომ გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიას რამაზ კლიმიაშვილის ახლობელი ქალის, მარინა ტერენტიევას ჩვენების საფუძველზე ამუშავებს, რომელმაც გარდაცვლილი პოლიტოლოგი ბინაში პირველმა აღმოაჩინა.
"მოწმის ჩვენებით ირკვევა, რომ ის შემთხვევის წინა ღამითაც იმყოფებოდა გარდაცვლილის სახლში, რა დროსაც მან ბინაში გაზის მკვეთრი სუნი შეამჩნია და ნახა რომ გაზის ონკანი ღია იყო, რის შემდეგადაც ის გადაკეტა. მარინა ტერენტიავამ ასევე განაცხადა, რომ მის მიერ ცხედრის აღმოჩენის დროსაც ბინაში მკვეთრი გაზის სუნი იდგა და გაზის ონკანი ისევ ღია იყო. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ერთ-ერთ მთავარ ვერსიად თვითმკვლელობას განიხილავს", - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რამაზ კლიმიაშვილი გარდაცვლილი გუშინ, საკუთარ სახლში (მცხეთის ქუჩა # 8-ში) იპოვეს. შინიგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალისტიკური სამსახურის მიერ დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
მასალის გამოყენების პირობები