მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტომანქანა ბოძს შეეჯახა. "ბე-ემ-ვეს" ტიპის მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. შემთხვევის შედეგად მან თავის ტრავმა მიიღო, თუმცა ექიმების განცხადებით მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დაშავებული ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი. ავარიის მიზეზი, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა გახდა.