იანვარში ევროკავშირში ინფლაცია დაგეგმილზე _ 2,4%-ზე უფრო მეტად გაიზარდა და 2,7 პროცენტი შეადგინა. გასული წლის იანვარში ინფლაციის მაჩვენებელი 1,7 პროცენტი იყო.
ფასების მაღალი ტემპებით ზრდა დაფიქსირდა რუმინეთში, ესტონეთსა და საბერძნეთში.
ყველაზე ნელი ტემპებით ფასების ზრდა შეინიშნებოდა ირლანდიაში 0,2 პროცენტი. შვედეთში - 1,4 პროცენტი.
რუმინეთში ინფლაციამ 7 პროცენტს მიაღწია, ესტონეთში 5,1%-ს საბერძნეთში კი 4,9%-ს.
ევროზონის ქვეყნებში ინფლაციამ 2,3 პროცენტი შეადგინა, გასული წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 0,9 პროცენტი იყო.
ყველაზე უფრო მეტად ფასების ზრდა ტრანსპორტზე აისახა _ 5,1 პროცენტი. შემდეგ კომუნალურ მომსახურეობაზე 4,5%, ალკოჰოლზე და თამბაქოზე 3,7 პროცენტი.
რაც შეეხება ტანსაცმელს. ევროზონის ქვეყნებში ტანსაცმელი 0,6 პროცენტით. ხოლო კავშირგაბმულობის მომსახურება 0,2 პროცენტით გაიაფდა.