ირანის ოპოზიციონერი ლიდერები ჰუსეინ მოსავი და მეჰდი კარუბი სამართალდამცველებმა დააკავეს. ისინი ცოლებთან ერთად საკუთარი სახლებიდან აიყვანეს. ამის შესახებ ცნობას BBC ავრცელებს.
კარუბის შვილმა განაცხადა, რომ მან გაიგო როგორ შეიჭრნენ სამართალდამცველები სახლში, თუმცა უცნობია მისთვის სად წაიყვანეს მამამისი.
ირანის მთავრობამ აღნიშნული ინფორმაცია უარყო. ოპოზიციონერი ლიდერების დაკავება სავარაუდოდ მათ მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქციების გამო მოხდა.
"ისინი საკუთარ სახლებში იმყოფებიან. ცნობა იმის შესახებ, რომ ისინი დააკავეს სიმართლეს არ შეესაბამება", - განაცხადა ირანის მთავრობის წარმომადგენელმა.
მოსავიც და კარუბიც მხარდამჭერებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებდნენ და აცხადებდნენ, რომ ირანელ ხალხს შესწევს ძალა ქვეყნის მთავრობის გადაყენებისა, ისევე როგორც ტუნისსა და ეგვიპტეში.
ირანში ოპოზიციის მხარდამჭერების დაკავება 14 თებერვალს დაიწყო. ამ დღეს თეირანში საპროტესტო აქციები გაიმართა. არაოფიციალური ინფორმაციით დაკავებულია 1 500 ადამიანი. ქვეყნის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით 14 თებერვლის შემდეგ მათ 150 დემონსტრანტი დააპატიმრეს.