პენტაგონმა ლიბიის გარშემო სამხედრო ძალები გადაისროლა. ვაშინგტონი ამ ეტაპზე ძალის გამოყენების აუცილებლობაზე არ საუბრობს. როგორც პენტაგონში განაცხადეს, ლიბიის გარშემო სამხედრო ძალების განთავსება ჰუმანიტარულ დახმარებას ემსახურება. აშშ-ს მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ ისინი ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავენ.
ლიბიაში შექმნილ ვითარებას ეხმაურება ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ ქროულიც.
მისი თქმით, ცვლილებები ლიბიაში დაუყოვნებლივ და ხალხის არჩევანის გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ქროული ამბობს, რომ აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოება რაც შეიძლება მალე ჩაერთოს ამ პროცესებში.
შეგახსენებთ, მუამარ კადაფის გადადგომის მოთხოვნით ლიბიაში საპროტესტო გამოსვლები თებერვლის შუა რიცხვებში დაიწყო. საპროტესტო აქციები გადაიზარდა არეულობებში, რომელსაც არაოფიციალური ინფორმაციით 2000 ადამიანი ემსხვერპლა.