დღეიდან, 1-ლი მარტიდან, სოციალურად დაუცველი ოჯახები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე ადვოკატის უფასო მომსახურებას შეძლებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შევიდა "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში".
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საკითხებზე უფასო იურიდიული დახმარება ძალაში მხოლოდ ორი წლის შემდეგ უნდა შესულიყო, თუმცა მთავრობა გამონაკლისი დაუშვა და სოციალურად დაუცველ პირებს 2011 წლის 1-ლი მარტიდან საშუალება ექნებათ უფასო ადვოკატით ისარგებლონ.
მთავრობამ ამ კუთხით გამონაკლისი დაუშვა და ახალა უკვე თუ პირს არ აქვს საშუალება, ადვოკატი დაიქირაოს, მას შეუძლია სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეზე სახელმწიფოს ხარჯზე უფასო ადვოკატის დანიშვნა მოითხოვოს