საერთაშორისო რეგიონალურმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ, სახელწოდებით "პეტერბურგისა და ლენინგრადის ოლქის კომუნისტები" სოჭი-2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის თამაშების ოფიციალური თილისმების განმეორებითი არჩევა მოითხოვეს.
'
კერძოდ, ორგანიზაციის სურვილია, სოჭის ოლიმპიდის თამაშების თილისმად ლენინის გამოსახულება იხილონ. მათ არაერთხელ წამოაყენეს ლენინის კანდიდატურა, თუმცა მათ თხოვნას ყოველთვის იგნორირებით პასუხობდნენ.
26 თებერვალს ხმის მიცემის ონლაინრეჟიმით სოჭის თილისმები შეირჩა. არჩევნებამდე ოლიმპიადის ოფიციალურ სიმბოლოთა შორის თეთრი დათვი და ლეოპარდი ლიდერობდნენ. გარდა ამისა, ფავორიტთა შორის იყო თოვლის ბაბუაც. სოჭი-2014 წლის სიმბოლოდ თოვლის ბაბუის დანახვა რუსებს განსაკუთრებულად სურდათ.