ესპანეთის დედოფალმა სოფიამ პეტერბურგში ვიზიტის დროს შოპინგზე უარი ვერ თქვა. იგი ერთ-ერთ საიუველირო გალერეას ეწვია და სამი ძვირფასი ნივთი შეიძინა, რომლის ღირებულებაც 170 ათასი რუბლია.
"დედოფალს ათპროცენტიანი ფასდაკლებით მოვემსახურეთ. თავის დროზე თვით მიკი რურკმაც კი ვერ გვაიძულა ფასდაკლება, რადგან ჩვენი მორთულობა სეზონურ ფასდაკლებას არ ექვემდებარება. თუმცა ესპანეთის დედოფალს ფასი დავუკელით", _ აღნიშნა გალერეის ხელმძღვანელმა.
ვიზიტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გალერეის მფლობელმა დედოფალს 50 ათასი რუბლის ღირებულების წმიდა სოფიას გულსაკიდი ხატი აჩვენა.