ეგვიპტის ხელისუფლებამ ქვეყნიდან ოქროს გატანა აკრძალა. ძვირფას მეტალზე მორატორიუმი 30 ივნისამდე გაგრძელდება. ამასთან, მორატორიუმი ოქროსგან დამზადებულ საიუველირო ნივთებსაც შეეხება.
ეგვიპტის ხელისუფლების განმარტებით, ექსპორტის აკრძალვა მას შემდეგ გადაწყდა, რაც გარკვეულმა პირებმა ქონება უკანონო გზით დააგროვეს.
2009 წლიდან ეგვიპტე მსოფლიო ბაზარზე სუფთა ოქროს ექსპორტიორად ითვლება. ეგვიპტიდან ოქრო ძირითადად არაბთა გაერთიანებულ ემირატებსა და ევროპაში იგზავნებოდა.
ახლო აღმოსავლეთში არასტაბილურობის გამო უკანასკნელ ხანს ძვირფასი მეტალის ფასი იზრდება.