ტუნისში მორიგ გამარჯვებას ზეიმობენ. ამჯერად ერთკვირიანი საპროტესტო აქციების შედეგად პრემიერ-მინისტრ მუჰამედ განუჩის მთავრობა გადადგა, რომელსაც ხალხი ძველ რეჟიმთან კავშირში სდებდა ბრალს.
აქციებიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. პარალელურად ქვეყანა კიდევ ერთი პრობლემის წინაშე დადგა. კერძოდ, მეზობელი ლიბიიდან გამოქცეული მოქალაქეებისათვის თავშესაფრის მიცემის შემდეგ ტუნისში ჰუმანიტარული მდგომარეობა დამძიმდა.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისია და წითელი ჯვარი საერთაშორისო საზოგადოებას სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებს.
ბოლო დღეების განმავლობაში, ლიბიიდან ძალადობას გამოქცეულმა 100 ათასმა ადამიანმა გადაკვეთა ტუნისის საზღვარი.