საფრანგეთის საგარეო უწყებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ქვეყნის გარეთ კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ ყოფილმა მინისტრმა მიშელ ალიო მარიმ თანამდებობა დატოვა. გადადგომის შესახებ მან პრეზიდენტ სარკოზის წერილობით აცნობა.
ქვეყნის პირველი დიპლომატის პოსტს საფრანგეთის ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ალენ ჟუპე დაიკავებს.
მიშელ ალიო მარის ტუნისის კორუფციაში ადანაშაულებენ, რაზეც ამ ქვეყანაში პირადი ვიზიტი მოწმობს. ტუნისის რევოლუციის დროს საფრანგეთის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა ყოფილი პრეზიდენტის ბენ ალის მხარდამჭერი ადგილობრივი ბიზნესმენები მოინახულა.
უკვე ცნობილია, რომ მიშელ ალიო მარის ოჯახი ტუნისში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დეველოპერულ კომპანიას ფლობს.
"პრემიერ-მინისტრ ფრანცისკო ფილონისთან კონსულტაციის შემდეგ საგარეო და თავდაცვის უწყებების რეორგანიზება გადავწყვიტე. ალენ ჟუპე ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება, რომელსაც თავისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში დიდი გამოცდილება დაუგროვდა და ის საკმაოდ წარმატებულია,"_აღნიშნა სარკოზიმ.