სულ უფრო მეტი ქალაქი გადადის მუამარ კადაფის მოწინააღმდეგეთა ხელში. იტალიური ტელევიზიით გავრცელდა კადრები, თუ როგორ შეიჭრა ამბოხებულების ნაწილი ქალაქ ალ-ბაიდაში მუამარ კადაფის კუთვნილ სასახლეში.
კადაფის მომხრეები მხოლოდ დედაქალაქ ტრიპოლში რჩებიან. არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა ქვეყანაში გაეროს სანქციებსაც. მუამარ კადაფის აღარ აქვს აქტივების ქონისა და მოგზაურობის უფლება.
ამასთან, ლიბიიდან გაქცეული ემიგრანტები გაუსაძლის პირობების შესახებ ყვებიან. მათი თქმით, ქვეყანაში უკვე გადაადგილებაც პრობლემა გახდა, რადგან მეამბოხეები აღმოსავლეთ ნაწილიდან დედაქალაქისკენ მიიწევენ.