ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში ამ დილით ორი სამხედრო დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ავღანეთში საერთაშორისო ძალების უსაფრთხოების მხარდაჭერის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ორივე სამხედრო მოსამსახურე ნაღმის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. დაღუპულ სამხედროთა მოქალაქეობა არ კონკრეტდება.
2011 წლის დასაწყისიდან ისლამურ რესპუბლიკაში გარდაცვლილია საერთაშორისო კოალიციის 63 სამხედრო და ოფიცერი. 2009 წელს საერთაშორისო კოალიციის დანაკარგმა 521 ადამიანი შეადგინა. 2010 წელს 711 ჯარისკაცი და ოფიცერი დაიღუპა. ყველაზე დიდი დანაკარგი ამერიკულმა კონტიგენტმა განიცადა.
მასალის გამოყენების პირობები