დაღესტანში მორიგი სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის დროსაც ხუთი მებრძოლი აიყვანეს. რუსული მედიის ინფორმაციით, აღიარებით ჩვენებაში მათ რამდენიმე სამოქალაქო პირის მკვლელობა აღიარეს.
მათი დაკავება რუსმა ძალოვანებმა ერთ-ერთი დაღესტნელი მებრძოლის ჩვენების საფუძველზე შეძლეს, რომელმაც მილიციას ასაფეთქებელი მოწყობილობის გადატანის შედეგად მიყენებული ჭრილობით მიაკითხა და აღიარებითი ჩვენება მისცა.
სპეცოპერაციის შედეგად ამოღებულია იარაღი და ასაფეთქებელი მიწყობილობები.