თბილისში, ზემო პლატოს მიმდებარე ტერიტორიაზე 36 წლის მამაკაცი დაჭრეს. დემნა ვალიშვილი თავს იცავდა, როცა ცივი იარაღით ე.წ. "სპიცით" ჭრილობა მიაყენეს.
მარჯვენა ფეხქვეშ მიდამოში ნაკვეთი ჭრილობით დემნა ვალიშვილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
ამ დროისთვის დაჭრილის მდგომარეობა დამაკმაყოფოლებელია. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.