ლონდონის ყველაზე მაღალი შენობის ბოლო სართულზე პატარა მელა დასახლდა. როგორც ამბობენ, ცხოველი შენობის ცენტრალური კიბის უჯრედიდან შევიდა. თანდათანობით 72-ე სართულამდე მიაღწია, სადაც დარჩენა გადაწყვიტა.
ცათამბჯენში მცხოვრები მელა მუშებისგან დარჩენილი საჭმლის ნარჩენით იკვებებოდა, რომელსაც ცალკეულ სართულებზე პოულობდა.
288 მეტრ სიმაღლეზე მელიამ ორი კვირის მანძილზე გაძლო, სანამ სპეციალისტები არ დაიჭერდნენ. ცხოველი გალიაში ჩასვეს, ვეტერინარულ ცენტრში გადაიყვანეს, სადაც საჭმელიც მიართვეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც გამოიკვლიეს. თავგადასავლების მოყვარულ მელას რომეო შეარქვეს.
მოგვიანებით იგი ველურ ბუნებაში გაუშვეს, სადაც იგი თავის ოჯახს შეუერთდება.
ცათამბჯენი შჰარდ-ი ლონდონის ყველაზე მაღალი შენობაა. მშენებლობის დასრულების შემდეგ მისი სიმაღლე 310 მეტრს მიაღწევს. შენობის დასრულებას 2012 წლისთვის ვარაუდობენ.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.