საფრანგეთის საგრეო საქმეთა მინისტრმა შესაძლოა თანამდებობა დატოვოს.
გამოცემა "ფიგაროს" ინფორმაციით, ფრანგული ოპოზიცია და მედია საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მიშელ ალიო მარის კორუფციაში სდებს ბრალს.
მათ მიერ გამოქვეყნებულ მასალებში ნათქვამია, რომ საფრანგეთის მთავარი დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელი, მეუღლესთან პატრიკ ოლიესთან ერთად, რომელიც ასევე სფრანგეთის მინისტრთა კაბინეტის წევრია, საშობაო არდადეგებს ტუნისში ატარებდა, სადაც გადამდგარი პრეზიდენტის გარემოცვის წევრს, ბიზნესმენ აზიზ მილედას სტუმრობდა, ცხოვრობდა მის რეზიდენციაში და მისი პირადი თვითმფრინავით სარგებლობდა.
ამასთან, აღნიშნული მასალების თანახმად მინისტრის მშობლებმა ტუნისში არეულობით ისარგებლეს და ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერული კომპანიის საკონტროლო პაკეტი სწორედ იმ დროს შეიძინეს, როდესაც მათი შვილი ტუნისში იმყოფებოდა.
"ფიგაროს" ინფორმაციით, დღეს მიშელ ალიო მარის ელისეის სასახლეში მივა და რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზის გადადგომის შესახებ განცხადებას პირადად გადასცემს.