ძლიერი საპროტესტო მუხტი აგორდა ომანშიც. როგორც BBჩ იუწყება, დედაქალაქ მუსკატში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც ბოლო მონაცემებით 2 ადამიანი დაიღუპა და 8 დაიჭრა.
პოლიციამ დემონსტრანტების დაშლა მას შემდეგ განიზრახა, რაც მათი მისამართით ქვების სროლა დაიწყეს. პოლიციამ აქციის მონაწილეების მიმართ ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა.
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ქალაქ სოჰარშსა და სალალაშიც. აქციის მონაწილეები ქვეყანაში პოლიტიკური რეფორმების გატარებას ითხოვენ.