მიხაილ ხოდარკოვსკის შვილი დასავლეთისგან ევროპაში რუსი ჩინოვნიკების გადაადგლების აკრძალვას და უცხოეთის ქვეყნების ბანკებში მათი ანგარიშების გაყინვას.
ამის შესახებ პაველ ხოდარკოვსკიმ გერმანულ გამოცემა "შტერნ"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა და ივარაუდა, რომ ხადარკოვსკის რუსეთის ხელისუფლება სამუდამოდ დატოვებს ციხეში.
ხოდარკოვსკის 26 წლის შვილი პაველ ხოდარკოვსკი, რომელიც "პუტინის პირად პატიმარს" პირველი ქორწინებიდან ჰყავს, საბრალდებო განაჩენზე პასუხისმგებლობას პრეზიდენტ მედვედევს აკისრებს და მიიჩნევს, რომ განაჩენი აბსურდულია.
მისივე თქმით, ისინი პრეზიდენტ მედვედევზე დიდი იმედებს ამყარებდნენ, კერძოდ კი მის მისწრაფებებზე - ებრძოლა სამართლებრივი ნიჰილიზმის წინააღმდეგ.
"იუკოსის" ექს-შეფის შვილი მიიჩნევს, რომ მედვედევის მისწრაფებები ფუჭი სიტყვები აღმოჩნდა.
ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ მომავალში მიხეილ ხადარკოვსკის შესაძლოა ბრალი მთვარის ქურდობაში დასდონ და შესაბამის გამამტყუნებლი განაჩენიც გამოიტანონ.
მიხეილ ხოდარკოვსკის დედა, მარინა ხადარკოვსკაია კი მის შვილს მიმართ გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებას პოლიტიკური განაჩენად აფასებს და დიდ იმედებს არ ამყარებს ადვოკატების გადაწყვეტილებაზე, რომლებიც ცდილობენ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას.
შეგახსენებთ, რომ "იუკოსის" ყოფილ შეფს მიხელ ხადარკოვსკის სასამართლომ 13,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.