გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში ლიბიიდან 100 000 ადამიანი გაიქცა.
ლიბიაში არეულობები, რომელიც შემდეგ სამოქალაქო ომში გადაიზარდა 15 თებერვალს დაიწყო. გაეროს მონაცემებით, ლიბიაში სამოქალო ომის დროს უკვე 1000 ადამიანია დაღუპული.
ქვეყნის ლიდერ მუამერ კადაფის დაპირისპირებულმა მხარეებმა დღეს მიიღეს ალტერნატიული მთავრობის შექმნის გადაწყვეტილება, რომელსაც იუსტიციის ექს-მინისტრი მუსტაფა აბ დელ-ჯალილი უხელმძღვანელებს. ოპოზიცია კონტროლს აღმოსავლეთ ლიბიის ქალაქებზე ამყარებს.
ტუნისისის საზღვართან მესაზღვრეებმა საბაჟო პუნქტები დატოვეს და დემონსტრანტებს შეუერთდნენ. თუმცა, საზღვარზე კონტროლის დასამყარებლად ლიბიის სამხედროები და პოლიციელები კვლავ რჩებიან.
შეგახსენებეთ, რომ ლიბიაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. ხელისუფლების მოწინააღმდეგენი მუამერ კადაფის 42 წლიანი მმართველობის დასრულებას მოითხოვენ.