ავღანეთში, კანდაჰარის პროვინციაში ორი ბომბის აფეთქების შედეგად 8 სამოქალაქო პირი დაიღუპა.
ბომბები ხალხის თავშეყრის ადგილას იყო დამონტაჟებული.
როგორც დასავლური პრესა იუწყება, ბომბები მაშინ აფეთქდა, როდესაც ძაღლების ბრძოლის სანახავად ბევრი ხალხი იყო შეკრებილი.
"ტერაქტის ადგილას, ქალაქ არგანჰაბში, ხალხი ძაღლების ბრძოლის სანახავდ იყო შეკრებილი. სწორედ ამ დროს ამოქმედდა ორი ბომბი, რის შედეგადაც 8 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა", - განაცხადა ქალაქ არგანჰაბის მინიციპალიტეტის ხელმძღვანელმა შაჰ მოჰამედმა.