ლიბიაში, ქვეყნის ლიდერ მუამარ კადაფის დაპირისპირებულმა მხარეებმა ალტერნატიული მთავრობა შექმნეს, რომელსაც იუსტიციის ექს-მინისტრი მუსტაფა აბ დელ-ჯალილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ქალაქ ბენგაზის საკრებულოს წევრმა ფატჰი ბაჯამ განაცხადა.
ბაჯას თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს იქნა მიღებული. ალტერნატიული მთავრობის კომიტეტების დაკომპლექტება მიმდინარეობს აღმოსავლეთ ლიბიის ქალაქებში, რომლებზეც კონტროლს ოპოზიციური ძალები ამყარებენ.
გუშინ, ალტერნატიული მთავრობის მოწოდებით გამოვიდა აშშ-ში ლიბიის ელჩი, რომელმაც განაცხადა, რომ აუცილებელი შეიქმნას დროებითი მთავრობა, რომელსაც აბდელ-ჯალილი უხელმძღვანელებს. ჯალილმა პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც ლიბიის მთავრობამ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებზე ძლიერი თავდასხმების სერია მოაწყო.
რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ტუნისისის საზღვართან მესაზღვრეებმა საბაჟო პუნქტები დატოვეს და დემონსტრანტებს შეუერთდნენ. თუმცა, საზღვარზე კონტროლის დასამყარებლად ლიბიის სამხედროები და პოლიციელები კვლავ რჩებიან.
ლიბიაში არეულობები 15 თებერვალს დაიწყო. გაეროს მონაცემებით, ლიბიაში სამოქალქაო ომის დროს უკვე 1000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.
შეგახსენებეთ, რომ ლიბიაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. ხელისუფლების მოწინააღმდეგენი მუამერ კადაფის 42 წლიანი მმართველობის დასრულებას მოითხოვენ.