ფილიპინებში კომუნისტური მოძრაობის მეამბოხეები ჯარისკაცებს თავს დაესხნენ. როგორც "ვაშინგტონ პოსტი" იუწყება, თავდასხმის შედეგად დაღუპულია სამი ჯარისკაცი და დაჭრილია 4.
30 "ჰამერის" მარკის სამხედრო ავტომობილით სამხედროებს იფუგაოს პროვინციაში ტაიფუნის შედეგად დაზარალებული სახლების გასარემონტებლად სხვადასხვა ხელსაწყოები მიჰქონდათ. ასიპულოს მთასთან, მეამბოხეებმა მძიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს ჯარისკაცებს.
მომხდარი ფაქტის შემდეგ, აღნიშნულ პროვინციაში, ქვეყნის სამხედრო მაღალჩინოსნების ბრძანებით რამდენიმე სამხედრო ვერტმფრენი შეფრინდა. ვერტმფრენებიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად დაჭრილია რამდენიმე ათეული მეამბოხე.
ერთი კვირის წინ ქვეყნის მთავრობისა და მეამბოხეების წარმომადგენლებმა ნორვეგიაში მოლაპარაკება გამართეს. შეხვედრის დროს ისინი შეთანხმდნენ, რომ ერთობლივ მუშაობას დაიწყებდნენ პრობლემის მოსაგვარებლად.