ბრიტანელი დიზაინერი ჯონ გალიანო, რომელიც Christian Dior-ის ფრანგული მოდის სახლის არტ-დირექტორის პოსტს იკავებს, პარიზში დააკავეს. ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით "ფრანც პრესი" იტყობინება, რომ მოდელიორი ანტისემიტური გამონათქვამების გამო დააკავეს. ამასთან, მას თავდასხმაშიც ადანაშაულებენ.
სააგენტოს წყაროს ცნობით, გალიანოს მონაწილეობით ინციდენტი სენის მარჯვენა სანაპიროსთან, მარეს პრესტიჟულ უბანში მოხდა. პოლიციამ დიზაინერი მას შემდეგ აიყვანა, რაც მან უხეშად მიმართა ახალგაზრდას, რომელიც კაფეს ტერასაზე იჯდა. ამასთან, მოდელიორის განრისხების მიზეზი არ კონკრეტდება.
მოგვიანებით 50 წლის ჯონ გალიანო დროებით გაათავისუფლეს. სავარაუდოდ, მას ოფიციალურად ბრალს უახლოეს დღეებში წაუყენებენ.
შეგახსენებთ, ჯონ გალიანომ კარიერა 1985 წელს დაიწყო, როცა ტანსაცმლის სადიპლომო კოლექცია გამოუშვა.