აშშ-მა ტრიპოლში საკუთარი საელჩო 25 თებერვლიდან დახურა. ამასთან, თეთრმა სახლმა ამ ქვეყანასთან ოფიციალური ურთიერთობა გაწყვიტა. ამის შესახებ თეთრი სახლი იტყობინება. მათი თქმით, ამერიკის საელჩოს თანამშრომლები და მათი ოჯახები არაბული ქვეყნებიდან ევაკუირებულ იქნენ.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ამ ეტაპზე უპირველეს ამოცანად ამერიკელთა უსაფრთხოება რჩება.
აშშ-ის ხელისუფლება გამკაცრებული ზომების მიღების მიზეზებსაც განმარტავს. მათი თქმით, ამ შეზღუდვის დაწესებით ისინი ცდილობენ, ლიბიის ხელისუფლებამ საკუთარ მოქალაქეთა ხოცვა შეწყვიტოს.
შეგახსენებთ, ეგვიპტეში მომხდარი გადატრიალების შემდეგ ლიბიაში სიტუაცია დაიძაბა. 15 თებერვლიდან მასობრივმა არეულობამ ლიბიის უმთავრესი ქალაქები_ბენგაზი და ელ-ბაიდა მოიცვა.
20 თებერვალს კი ანტისახელისუფლო გამოსვლებმა ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლამდეც მიაღწია.