გაერომ ლიბიის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღო.
შესაბამისი დოკუმენტი უშიშროების საბჭომ გუშინდელ სხდომაზე შეიმუშავა.
დოკუმენტის მიხედვით, თუკი ლიბიის ხელისუფლება ძალადობაზე უარს არ იტყვის და მოსახლეობას გამოხატვის თავისუფლებას არ მისცემს, ქვეყნის წინააღმდეგ როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკური სანქციები ამოქმედდება. გაეროს ფარგლებში ლიბიისთვის სანქციების შემოღებას მხარს აშშ-ც უჭერს.
აღსანიშნავია, რომ ლიბიას სანქციები უკვე დაუწესა ევროკავშირმა, რომელმაც ქვეყანასთან ყოველგვარი სამხედრო თანამშრომლობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ლიბიაში სამოქალაქო ომია.