უკრაინის პრიორიტეტია, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ომი და მიღწეული იყოს ღირსეული მშვიდობა, მიგვაჩნია, რომ ევროპა დიპლომატიის ყველა რეალურ ეტაპზე წარმოდგენილი უნდა იყოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
ზელენსკი აბუ-დაბიში გამართულ სამმხრივ მოლაპარაკებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს მტკიცე პოზიცია უნდა ჰქონდეს, ართა გავლენა მოახდინოს რუსეთზე
ჩვენმა გუნდმა აბუ-დაბიში ამერიკულ და რუსულ მხარეებთან გამართული შეხვედრების შედეგები შეაჯამა, ასევე კოორდინაცია გაუწია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მყოფ ევროპელ პარტნიორებს.
პირველ რიგში, არსებობს მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული შეთანხმება ტყვეების ახალი გაცვლისთვის მზადების შესახებ.
მეორე - მხარეებმა უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები განიხილეს. აუცილებელია, რომ პირველი ნაბიჯი ამ ომის დასრულება და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა იყოს.
მესამე - განიხილეს შემდგომი მუშაობის უფრო ფართო ფორმატები, რომლებშიც ევროპელებიც ჩაერთვებიან.
შემდეგ ამერიკელი წარმომადგენლები რუსეთში გაემგზავრებიან. ამ მოლაპარაკებების შემდეგ კი კიდევ ერთხელ შევაჯერებთ ჩვენს პოზიციებს და განვსაზღვრავთ, რა ნაბიჯების გადადგმა იქნება შესაძლებელი. ხვალ მათ დუბლინში შევხვდებით.
უკრაინის პრიორიტეტია, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ომი და მიღწეული იყოს ღირსეული მშვიდობა, მიგვაჩნია, რომ ევროპა წარმომადგენლობა დიპლომატიის ყველა რეალურ ეტაპზე წარმოდგენილი უნდა იყოს. მნიშვნელოვანია, შეერთებულ შტატებს მტკიცე პოზიცია ჰქონდეს და გავლენა მოახდინოს ამ ომის გამომწვევ მხარეზე - რუსეთზე, რათა რუსეთმა თავადვე შეწყვიტოს მის მიერ დაწყებული ომი.
მადლობა ყველას, ვინც ამ პროცესს ხელს უწყობს! მადლობას ვუხდი ამერიკულ მხარეს შეხვედრების ორგანიზებისა და შუამავლობისთვის. მადლობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს მოლაპარაკებებისთვის ადგილის გამოყოფისთვის. მადლობა მეტეს და ყველა ჩვენს ევროპელ მეგობარს მშვიდობის მისაღწევად გამოხატული პრინციპული და მტკიცე პოზიციისთვის", - წერს ზელენსკი.