აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა.
უკრაინული მედიის წყაროს ინფორმაციით, ამჟამად უკრაინული მხარის შეხვედრა ევროპელ წარმომადგენლებთან მიმდინარეობს.
ამასთან, წყარომ უარყო გამოცემა The Telegraph-ის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, უკრაინამ უარი თქვა აშშ-ის ახალ წინადადებაზე საზღვრების გადასინჯვის შესახებ, რომელიც რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების განბლოკვას ისახავდა მიზნად.
„ასეთი ინიციატივა არ ყოფილა და, შესაბამისად, არც უარი შეიძლებოდა ყოფილიყო. ეს სიმართლეს არ შეესაბამება“ , - თქვა წყარომ.