არსებული ინფორმაციით, ვაკეში 10-მდე ადამიანი ერთმანეთს დაუპირისპირდა. დაჭრილია ერთი პირი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.
"ტვ პირველის" ცნობით, მომხდარი დაპირისპირების საქმეზე გიორგი კაჭკაჭაშვილი და მისი მამა, მერაბ კაჭკაჭაშვილი პოლიციამ გამოკითხა.
ამასთან მედია წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ მრგვალი ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომდგენელი დაჩი ტვილდიანი დაჭრეს.
როგორც მედიას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.