უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ ახალი ანტიბალისტიკური სისტემა „ფრეია“ (FREYJA) პირველად გამოცდას უკვე ზამთარში გაივლის.
ამის შესახებ ზელენსკიმ დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა დანიურ მხარეს არაერთი ახალი პროექტისთვის, რომელთა განხორციელებაც უკვე მიმდინარეობს. მისი თქმით, ეს პროექტები როგორც უკრაინის, ისე ევროპის უსაფრთხოებას უკავშირდება.
„ფრეია“ - ჩვენ ვცდილობთ, ძალისხმევა ანტიბალისტიკური სისტემის შექმნაზე მივმართოთ. ამ პროექტზე დამოუკიდებლად მუშაობა არ შეგვიძლია. დიდ მადლობას ვუხდით დანიურ მრეწველობასა და სხვა პარტნიორებს. იმედი მაქვს, ზამთარში ახალი ანტიბალისტიკური სისტემის გამოცდას შევძლებთ. ეს პირველი ევროპული ანტიბალისტიკური სისტემა იქნება. იმედი მაქვს, გარკვეულ შედეგსაც მივაღწევთ. ეს ყველა ჩვენგანისთვის აუცილებელია, - განაცხადა ზელენსკიმ.