აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე სატელეფონო მოლაპარაკებები გამართა და ახალი მოლაპარაკებები დააანონსა.
ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პირველად მოხდა, რომ უკრაინაც და რუსეთიც მოლაპარაკებებისთვის მზად არიან.
„დღეს სატელეფონო მოლაპარაკებები გავმართე, ხვალ კიდევ გაიმართება. ორშაბათსა და სამშაბათს კი მათ შეხვედრა ექნებათ“, - განაცხადა მან.
ტრამპს არ დაუკონკრეტებია, ვისთან გამართა სატელეფონო საუბარი და ვინ მიიღებს მონაწილეობას ორშაბათსა და სამშაბათს დაგეგმილ შეხვედრაში.
მან კიდევ ერთხელ უწოდა შესაძლო შეთანხმებას „ძალიან მასშტაბური შეთანხმება“.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომ მომდევნო კვირაში აბუ-დაბიში უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის მონაწილეობით სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებები გაიმართება.