აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელი და ფაქტობრივად, მთელი ახლო აღმოსავლეთი დღეს არ იარსებებდა, რომ არა მისი გადაწყვეტილება, შეეჩერებინა ირანი ბირთვული იარაღის მოპოვებისგან.
ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა.
„ისრაელი და, ფაქტობრივად, მთელი ახლო აღმოსავლეთი დღეს არ იარსებებდა, რომ არ შემეჩერებინა ირანი ბირთვული იარაღის მიღებისგან. ამის თქმა არავის უნდა, თუმცა ყველამ იცის, რომ ეს სიმართლეა“, - წერს ტრამპი.
ტრამპის თქმით, ირანის ბირთვული იარაღის მოპოვების შეჩერებით მან ისრაელი და მთელი რეგიონი შესაძლო განადგურებისგან იხსნა.
„ამის თქმა არავის უნდა, მაგრამ ყველამ იცის, რომ ეს სიმართლეა“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.